GEORGIA ON MY MIND

ქართულ-გერმანული წლისადმი მიძღვნილი საშობაო გალა-კონცერტი


საშობაო ტრილოგია

2017 წლის 7 იანვარს




საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიურიურთიერთობების 25 წლის იუბილე.


საშობაო ტრილოგიას და სხვა კომპოზიციებს ასრულებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძისხელმძღვანელობით, როიალთან დუდანა მაზმანიშვილი, ანსამბლები „რუსთავი“ და „მძლევარი“.

როდესაც: 2017 წლის 7 იანვარს

სად: კონცერტი ბერლინის ფილარმონიაში

დასაწყისი: 20:00

კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ვახტანგ კახიძე დაიბადა თბილისში 1959 წელს მუსიკოსების ოჯახში. მუსიკის სწავლა მან 6 წლის ასაკში დაიწყო, როგორც პიანისტმა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება. 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი, ხოლო 1983 წელს ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი კომპოზიტორები – ნიკოლაი სიდელნიკოვი (კომპოზიცია), ედისონ დენისოვი (ინსტრუმენტობა) და სხვანი. 1988-89 წლებში იგი ეუფლებოდა სადირიჟორო ხელოვნებას მამამისის, მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორის – ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით.

1989 წელს ვახტანგ კახიძემ დაიწყო მოღვაწეობა, როგორც დირიჟორმა – მისი დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც იგი დირიჟორობდა საკუთარი ბალეტის - “ამორძალების” წარმოდგენებს რამდენიმე სეზონის განმავლობაში. 1993 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სიმფონიურ ორკესტრში დირიჟორად. საკონცერტო გამოსვლების გარდა მან ორკესტრთან ერთად ჩაწერა 25 ლაზერული დისკი ხვადასხვა უცხოური ხმისჩამწერი კომპანიებისთვის.

2002 წელს იგი გახდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ამასთანავე იგი ხელმძღვანელობს ყოველწლიურ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს `შემოდგომის თბილისი~, რომელიც მასპინძლობს ცნობილ მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

2004 წელს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართა საგასტროლო მოგზაურობები რუსეთსა და იტალიაში, სადაც ჩაატარა კონცერტები ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა: კონსერვატორიის დიდი დარბაზი (მოსკოვი), ფილარმონიის დარბაზი (პეტერბურგი), კონსერვატორიის ვერდის სახელობის დარბაზი (მილანი), სანტა ჩეჩილიას მუსიკალური აკადემიის ახალი საკონცერტო დარბაზი (რომი), საკონცერტო დარბაზები მერანოში, ბარიში და სხვა ქალაქებში.

როგორც კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე მოღვაწეობს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში. მისი ნაწარმოებები შესრულებულია მოსკოვში, პეტერბურგში, პოლონეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, ფინეთში, ბრიტანეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, ისრაელში, ინდოეთში, აშშ-სა და იაპონიაში. აგრეთვე იგი აქტიურად მოღვაწეობს კინოსა და თეატრში, არის ჯაზური კომპოზიციებისა და საესტრადო სიმღერების ავტორი.

ვახტანგ კახიძე რამდენიმე ჯილდოს მფლობელია:

  • 1981 წელს – პირველი პრემია საბჭოთა კავშირის ქვეყნების ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშირო კონკურსზე.
  • 1997 წელს – თბილისის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი “გაზაფხული” ხელოვნების სფეროში. განსაკუთრებული მიღწევებისათვის საქართველოს კინო აკადემიის პრიზი “ნატო” კინო ფილმის საუკეთესო მუსიკისათვის.
  • 1998, 2005, 2013 წ.წ. – საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრიზი დრამატული სპექტაკლისათვის შექმნილი საუკეთესო მუსიკისათვის.
  • 2000 წელს – საქართველოს `ღირსების ორდენი~.
  • 2010 წელს _ შოთა რუსთაველის სახელობის პრემია


Vakhtang Kakhidze Youtube Playlist


დუდანა მაზმანიშვილი


"..magnificently ...staggeringly virtuosic and powerful..."

Merkin Hall Recital, Harris Goldsmith for the New York Classical Review

"…struck by Ms. Mazmanishvili's gift of making traditional repertoire feel new."

Recital, Zankel Hall at Carnegie Hall, New York Concert Review

"..most memorable qualities..."

Rachmaninoff Cto. 2, Jacque Lacombe and New Jersey Symphony, The Star-Ledger

Dudana Mazmanishvili on Facebook

პირველი ნაწილი

ჰაინრიჰ პფაილი: „ძინავს ტბას“ (ქართული და გერმანული ვერსიები)
თბილისის სიმფონიური ორკესტრა, დირიჟორი: ვახტანგ კახიძე, ანსამბლი "რუსთავი"
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - საფორტეპიანო კონცერტი N3 დო მინორი, op. 37
თბილისის სიმფონიური ორკესტრა, დირიჟორი: ვახტანგ კახიძე, დუდანა მაზმანიშვილი, ფორტეპიანო

მეორე ნაწილი

ვახტანგ კახიძე - საშობაო ტრილოგია
თბილისის სიმფონიური ორკესტრა, დირიჟორი: ვახტანგ კახიძე, ანსამბლები “რუსთავი” და “მძლევარი"


ვახტანგ კახიძე

ალბომი გაყიდვაშია



დაჯავშნა და შეკითხვები, გთხოვთ მიმართოთ: info@christmas-trilogy.com



Many journeys, one Wizz Air